ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელის. ნიკა გვარამიას საქართველოში დაპატიმრებას დასავლეთის პროტესტი და ამ ფაქტის დაგმობა მოჰყვა – გუშინ, მედიის სოლიდარობის აქციაზე სპეციალურ სტატია Oc-Media-მ გამოაქვეყნა.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ ოთხშაბათს რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში ოპოზიციური ტელეარხის მთავარი არხის თანადამფუძნებლისა და დირექტორის გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გამო და საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა ქალაქ ბათუმსა და ზუგდიდში.
“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კომენტარი არ გაუკეთებია. ნიკა გვარამიას ზოგიერთი მხარდამჭერი მისი შეწყალების იდეაზე საუბრობს. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა უკვე გააფრთხილეს, რომ ასეთი ნაბიჯი არ გადაედგა, აშკარად შეთანხმებული პარტიული გზავნილით, რომ გვარამია მის მიმართ უპატივცემულობას იჩენდა”- ვკითხულობთ სტატიაში.
ამავე სტატიაში წერია, რომ ნიკა გვარამიას ბრალდებას ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ჯგუფების, ასევე დასავლეთის მიერ ფართო გამოხმაურება მოჰყვა.
მათ შორის, Amnesty International-ის, რომელმაც გვარამიას დაკავებას უწოდა „პოლიტიკურად მოტივირებული დევნის უხეში გამოხატვა მისი განსხვავებული შეხედულებებისა და ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ“.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, კლერ ოლბლესმა განაცხადა, რომ ის “იმედგაცრუებულია” განაჩენით, ხოლო საქართველოში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ ეს “ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი”.