”გუშინ ჩამოვფრინდი. მგონი, ყველამ კარგად იცის, სადაც ვიყავი, სადმე რომ მივდივარ, თითოეული ნაბიჯი, ყველაფერი იციან, რატომღაც, ეს ვერ გაიგეს, სად ვიყავი, ხომ? თურქეთში, საავადმყოფოში ვიყავი ორი კვირა, მამა მყავს ცუდად. თავზე ვადექი, ახლაც იქ არის და ძალიან მძიმედაა. ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგი ჰავაიზე მასვენებდა, ზოგი სხვაგან და სხვაგან. მგონი, ეს ძალიან ცუდია, ძალიან მძიმეა, არ შეიძლება ასეთი რამ. იგივე, რაც კალაძის ოჯახზე გააკეთეს, ეს პოლიტიკა აღარ არის, უკაცრავად და ეს არის სიბინძურე. იგივე, როგორც ჩემზე, ვითომ ვისვენებდი და არ ჩამოვედი, ასე დაისვენონ ჩვენმა მტრებმა” –
ასე უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს კითხვაზე, რატომ არ გამოჩნდა სტიქიის დროს რაჭაში და რატომ ჩავიდა ადგილზე ტრაგედიიდან მე-11 დღეს.