დღეს შოვში დატრიალებული ტრაგედიიდან მე-11 დღე მიიწურა. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება – ისევ ცხრა დაკარგულს ეძებენ.
დამეწყრილ ტერიტორიაზე მიწის მასების 60 პროცენტი უკვე შემოწმებულია. სამძებრო არეალი 54 კილომეტრით არის გაფართოვებული. ყურადღების ცენტრში რჩება მდინარტე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტი.
ბოლო ცნობებით, გარდაცვლილია 24 ადამიანი, საიდანაც 22-ის იდენტიფიცირება უკვე მოხდა. სოფო ბაკურიძე და მანანა ჯაჭვაძე – ორი ქალის გარდაცვალება დღეს მათმა ოჯახებმა ოფიცილაურად დაადასტურეს.
თითოეული საათი და თითოეული წუთი ყველაზე მტკივნეული იმ ადამიანებისთვისაა, ვინც ამ დრომდე მაშველებისა და პოლიციისგან მათი დაკარგული ოჯახის წევრიის შესახებ – ახალ ამბებს ელოდებიან.