”დადგება ეს დროც, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება ყველას” – ნიკოლაშვილი შოვის ტრაგედიის შესახებ

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი თათია ნიკოლაშვილი შოვის ტრაგედიას ეხმაურება და წერს:
”ასაკოვანი ხალხისგან გამიგონია,ახალგაზრდა რომ დაიღუპებოდა,მთელი უბანი,მთელი სოფელი გლოვობდა;ტელევიზორიც ხმადაბლა ჩაირთვებოდა,ისიც -ინფორმაციისთვის.დღეს კი, სამწუხაროდ,სოციალურ ქსელებში შოვის უბედურების ფონზე ვინ სად და როგორ ბედნიერად ატარებს ზაფხულს, არაფერია იმასთან შედარებით,რაც ახალი უბედურება აგორდა – ნაციონალი იყო და დაისაჯა, ცოდვების გამო დაისაჯნენ ან სტატია ,, რას ამბობს ეკლესია ,დასაჯა ღმერთმა თუ არა“ და კიდევ რამდენი გულისამრევი საშინელება… ვინც ამგვარ აზრს გონებაშიც კი გაივლებს,არათუ დაწერს,მას საერთოდ არ ეფიქრება ღმერთი,სიყვარული,თანადგომა და ეშმაკსაა მიყიდული. პოლემიკაშიც კი არ ღირს ამ აზრის მომგონებთან შესვლა;ეს ისევ მათ წისქვილზე დაასხამს წყალს და გააბედნიერებს სატანის მოციქულებს,თუ თანადგომისა და სიყვარულის ნაცვლად ბოღმა,შუღლი,სიძულვილი,ათასი სულიერი სიმახინჯე მოეფინება ერში. იმათ კი,ვინც თუნდაც ცალი ყურით მაინც მოისმინეს ეს საშინელი,კაცთა მოდგმისთვის დაუნდობელი აზრები, ამ ფრაგმენტს შეგახსენებთ…
მაქსიმალურად ვიკავებდი თავს მთელი ამ ხნის განმავლობაში და ვიკავებ თავს პოლიტიკური კომენტარისგან, მაგრამ აუცილებლად დადგება ეს დროც, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება ყველას… აბსოლუტურად ყველას!
ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ამ უმძიმეს ტრაგედიას და ვწუხვარ, ასეთ თემებზე რომ გვიწევს ასეთ მძიმე პირობებში საუბარი..” – წერს ნიკოლაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share