თურნავა ნამახვანჰესზე: ჩვენი გეგმა ცნობილია, მომავალი კვლევები ნდობას გააჩენს

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა: “ჩვენი გეგმა არის გაჟღერებული. ჩვენ, პირველ რიგში, მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი არ აშენდება უახლოესი 12 თვის განმავლობაში, პრაქტიკულად, მორატორიუმია გამოცხადებული. გაგრძელდება კვლევები, უფრო მეტიც, თქვენ იცით, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარე ჩაერთო პირადად ჩვენი თხოვნით და საქართველოს მთავრობის მოწვევით ამ მედიაციის პროცესში. მედიაცია იქნება მთავრობასა და არასამთავრობო სექტორს შორის, თუ რამდენად სწორად იყო პროცესი წარმართული, იგივე გარემოზე ზემოქმედების შეფასების მხრივ. ასევე ახლა როგორ წარიმართება სამომავლო კვლევები, რაც პროექტის მიმართ ნდობას გააჩენს. აქედან გამომდინარე, ჩვენ კანონმდებლობის ფარგლებში ვმოქმედებთ. დანარჩენი თავად ინვესტორის პასუხისმგებლობაა”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: