“დიდება უკრაინას” – რუსეთის შეჭრის საშიშროების ფონზე, კიევში ერთიანობის მარში გაიმართა. მონაწილეებმა დედაქალაქის ქუჩებში უკრაინის დროშები და ბანერები გამოიტანეს.
უკრაინის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, არ აყვნენ პანიკას, რადგან ახლა ის ყველაზე მეტად სწორედ მტერს აწყობს.
აშშ-ს დაზვერვის ცნობით, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა. ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სავარაუდოდ დღეს უნდა შედგეს ბაიდენი-პუტინის სატელეფონო საუბარი, რომელზეც მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული როგორ განვითარდება მოვლენები.
საუბარი უკვე შედგა ბლინკენსა და ლავროვს შორის. დღეს ხერსონის ოლქში იმყოფებოდა ქვეყნის პრეზიდენტი ზელენსკი, სადაც შსს-მ და ეროვნულმა გვარდიამ ერთობლივი წვრთნები გამართეს.
პარალელურად, ევაკუაციის გეგმა დაამტკიცა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.