გურიის მოამბე

თავი რუსულ აბანოში ვიგრძენი – დაკავებული ვეფხია კასრაძის ცოლი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესს “სპექტაკლი” უწოდა აქციებზე დაპატიმრებული ვეფხია კასრაძის ცოლმა.

ელენე კროტენკო-კასრაძე აცხადებს, რომ მოსამართლე  ირაკლი ხუსკივაძეს “სპექტაკლის ბოლომდე ჩატარების საშუალება არ მისცეს”.

რა აზრი ჰქონდა სპექტაკლის ჩატარებას, როდესაც ვიცით, როგორ იწყება სპექტაკლი. მონაწილეები ვიცით, პროდიუსერი ვიცით და დასასრული სპექტაკლის ვიცით. ფუნქცია დაკარგულ შენობასთან ვდგავართ, ულამაზესი შენობაა, მაგრამ ამ ეტაპზე ფუნქცია დაკარგული აქვს. მე ვიგრძენო თავი, რუსულ აბანოში.

იცოდა ჩემმა მეუღლემ, ვიცოდით დასასრული როგორი იქნებოდა. წინასწარ დადგმული სპექტაკლის ფინალი ვიცოდით, მაგრამ არა უშავს, ჩვენ ძალიან მაგარი ახალგაზრდები გვყავს, ძალიან გულანთებული ხალხი და ეს დიდხანს არ გაგრძელდება. მოსამართლემ განაჩენი საკუთარ თავს გამოუტანა. ყველაფერი კარგად იქნება”, – ამბობს ვეფხია კასრაძის მეუღლე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share