გურიის მოამბე

ივანიშვილმა გახარიაზე სიძულვილით ილაპარაკა, გუშინდელიც 21 ოქტომბერს გაცემული ბრძანების შესრულებაა – ძიძიგური

პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრს, ზვიად ძიძიგურს “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ ყოფილ პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმა 26 ოქტომბრამდე, “ტვ იმედის” ეთერში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებული მუქარის აღსრულებად მიაჩნია.

“მაშინ გაცემული ბრძანების შესრულება იყო გუშინდელი” – ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი  და აღნიშნავს, რომ “შერატონში” მომხდარი ანგარიშსწორების უკან ქართველი ოლიგარქის დაკვეთა იდგა.

”თავს კარგად გრძნობს. უნდა იწვეს 1-2 დღე კიდევ, მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს. მხნედ გრძნობს თავს და მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი ამ ხელისუფლების აგონიის მომასწავებელია. არჩევნების წინ ივანიშვილმა “ტვ იმედის” ეთერში გიორგი გახარიაზე ილაპარაკა სიძულვილით და ფაქტობრივად, ეს ყველაფერი იყო დაკვეთა, რომ გიორგი გახარიას მისი მონების გუნდი გასწორებოდა. ეს მაშინ დაწყებული ამბავია. მაშინ გაცემული ბრძანების შესრულება იყო გუშინდელი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ანგარიშსწორება პოლიტიკური ოპონენტის მიმართ”, – ამბობს ზვიად ძიძიგური. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share