ირაკლი აბესაძე სოცქსელში წერს:
,,გაქცევა ოფშორებიდან” – ივანიშვილი პანიკაშია…
ბრიტანეთის შემდეგ, ის პანამას ოფშორული ზონის მიმართ კარგავს ნდობას და გამოდის.
2024 წლის 31 დეკემბერს ივანიშვილთან გამოცხადდა ნოტარიუსი და მის სახელზე საქართველოში რეგისტრირებულ სს ,,ტერა”-ს სახელზე პანამის ოფშორული კომპანიიდან ,,ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენალ” გადმოაფორმა ყველა კომპანია.
საკუთარი ქონების უსაფრთხოებაზე პანიკური ზრუნვით, ივანიშვილი კიდე უფრო ზრდის ქართული ბიზნეს სუბიექტების (ბანკების, სამშენებლო თუ სხვა კომპანიების) და საბოლოოდ სახელმწიფოს სანქცირების რისკს.