ამ ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს, ის მოლაპარაკებით უნდა დასრულდეს – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის მხარეების მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა მხოლოდ დონალდ ტრამპს შეუძლია.
ამ ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს, ის მოლაპარაკებით უნდა დასრულდეს. მსოფლიოში მხოლოდ ერთი ლიდერი არსებობს, რომელსაც შეუძლია ორივე მხარის მაგიდასთან მიყვანა. ეს არის ჩვენი პრეზიდენტი, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, პრეზიდენტი ტრამპი. საუდის არაბეთში მიდის შეხვედრა შესაბამის მხარეებთან იმ იმედით, რომ მივაღწევთ წინსვლას იმ შედეგის მისაღებად, რომელიც ჩვენ, ყველას გვსურს, დავინახოთ და ვფიქრობ, რომ ქვეყანა და მსოფლიო დიდ ვალშია”, – განაცხადა რუბიო.
თორმეტ საათს გაგრძელდა აშშ-ის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკება უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე. შეხვედრა 24 მარტს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სასტუმრო Ritz Carlton-ში გაიმართა.
სააგენტო Reuters-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა უთხრა, რომ პროგრესი მიღწეულია და უახლოეს ხანში მოსალოდნელია დადებითი განცხადება. სააგენტოს რუსული წყაროს თანახმად, ერთობლივი განცხადების პროექტი დასამტკიცებლად მოსკოვსა და ვაშინგტონში გაიგზავნა და სამშაბათს, 25 მარტს, უნდა გამოქვეყნდეს.