ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, რამაზ ჯინჭარაძე გადადგა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, რამაზ ჯინჭარაძე გადადგა – თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს, 25 სექტემბერს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ბოლოს გააკეთა.

რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, არჩევნებამდე საკრებულოს რიგით წევრად დარჩება. ხოლო ახალი თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარის მოვალეობა, კანონის შესაბამისად, პირველმა მოადგილემ, ირაკლი თავდგირიძემ უნდა შეასრულოს.

ამასთან, რამაზ ჯინჭარაძე “ოცნების” უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაში იქნება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share