“დაასრულეთ ეს ომი” – ბერბოკი ლავროვს

“დაასრულეთ ეს ომი” – ამ სიტყვებით მიმართა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, სერგეი ლავროვს, G20-ის სამიტზე.

ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რუსეთი G20-ის მუშაობის პარალიზებაშიც დაადანაშაულა.

“ჩვენ გვჯერა მულტილატერალიზმის [მრავალი ქვეყნის ერთ საერთო საკითხზე თანამშრომლობა]“, – თქვა ბურბოკმა და სამიტზე დამსწრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მიმართა – “დაასრულეთ ეს ომი, შეწყვიტეთ საერთაშორისო წესრიგის დარღვევა”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share