„ტრანსგენდერისთვის წესის აგების შესაძლებლობის კანონიკურობის თეოლოგიური ასპექტები” – ილია ჭიღლაძე

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე:

ცოტა რამ “წესის აგების” შესახებ და კესარია აბრამიძისთვის და ზოგადად ტრანსგენდერისთვის წესის აგების შესაძლებლობის კანონიკურობის თეოლოგიური ასპექტები მოკლედ:1. წესის აგება ესაა ეკლესიის ლოცვა გარდაცვლილის ცხონებისათვის, რათა უფალმა შეუნდოს მას ნებსითი და უნევლიე შეცოდებები. წესის აგების ლოცვით ეკლესია ევედრება უფალს, რომ აცხონოს მარიდოსაბაში გარდაცვლილი. წესის აგება ეხება ყველა ქრისტიანს, თუ ის ღმერთს არ უარჰყოფდა და ჰქონდა რწმენა. წესის აგება არაა ჯილდო, რომაი შენ კარგად იქცეოდი და წესს აგეგიგებ რომ გარდაიცვლები და აი შენ კი ცუდად იქცეოდი და არ აგიგებ წესს. ადამიანის პირადი ცოდვების მსაჯული მხოლოდ ღმერთია, ეკლესია არაა ადამიანის მსაჯული და მისი საქმეა მხოლოდ ლოცვა და არა დასჯა! წესის აგების მსახურება ესაა სიყვარულის, ტკივილის, მწუხარების გამოხატვა. მთლიანი ტექსტი მისი აგებულია იმაზე, რომ ყველა ადამიანი ფრიად ცოდვილი და მოკვდავი საცოდავი, საბრალობელი არსებაა, მიწაა, რომელიც მიწად მიიქცევა, მაგრამმარიდისობის თანაზიარიცაა ღმერთში და ღმერთთან!2. წესის აგების ლოცვა, მსახურება (გნებავთ რიტუალი) არის ეკლესიის, როგორც ადამიანთა სულიერი დედის ვალდებულება, და ეკლესია არ უნდა იყოს ბოროტი დედინაცვალი, რომელიც გერზე შურს ძიობს.3. ქრისტეს სახარებისეული სიტყვებით მარადისობაში არ არსებობს არცა მამაკაცობა, არცა დედაკაცობა, არამედ არის ანგელოზებრივი, უსქესო მდგომარეობა. შესაბამისად იქ (ზეცაში) გენდერს ანუ სქესს არ აქვს მნიშვნელობა. მართლმადიდებლური და ზოგადქრისტიანული სწავლებით და დოგმატიკით ადამიანის სული, ისევე როგორც ღმერთის სული და ანგელოზთა სულნი, არის უსქესო!4. კესარია დაიბადა მამაკაცის სხეულით, მაგრამ ქალის თვითშეგნებით და ჰორმონებით, რის გამოც მისი ქცევა, აზროვნება, ხმა, სურვილები, მიზნები იყო სავსებით ქალური. ანუ პიროვნულად იყო ქალი, ამიტომაც მან მედიცინის ჩარევით ქალის სხეული და სასქესო ორგანოები მიიღო. ანუ ფიზიკურადაც გახდა ქალი. უნდა გავმიჯნოთ ქრისტიანებმა ადამიანში სხეულებრივი ანუ ფიზიკური მხარე (ბუნება) და სულიერი მხარე (ბუნება). ქალური ბუნებამ მედიცინის მიღწევების სასწაულით მამაკაცური ფიზიკური ბუნებაც მიიღო. რამდენაც მარადისობისთვის სქესი არ არსებობს, შესაბამისად სქესობრივი კუთვნილება უმნიშვნელო, დროებითი და არაარსებითია ესე იგი. იგი უფრო მატერიალისტური საკითხია, ვიდრე სულიერ-მეტაფიზიკური. პრიმიტიულ ფანატიკოსთა არგუმენტი, რომ ღმერთმა ადამიანი მამაკაცად და ქალად დაჰბადა (შექქმნა) და ქალი ქალი უნდა იყოს და კაცი კაცი უნდა იყოსო, კესარიას არ დაურღვევია! მას რაღაც მესამე სქესი არ აურჩევია და არ მიუღია, პირიქით მან თავის თავში გააძლიერა და სრულჰყო ამორი სქესიდან ერთერთი, რომლადაც თავს თვლიდა.5. კითხვას სვამენ, მამაკაცად მოინათლა, ნათლობის სახელი ბესარიონი იყო და წესის აგებისას როგორ მოეხსენიებინათო, რა სახელით და რა სქწლესითო, ქალად თუ კაცად, მონა ღვთისა თუ მხევალი ღვთისაო:უნდა მოხსენიებულიყო ქალად, რადგან ის დაიბადა ქალის სულით და ქალის თვითშეგნებით, სხეულიც მიიღო სრულიად ქალის (თუმცა ვეგეტაციის უუნარო, გამომდინარე მედიცინის ამჟამინდელი განვითარებადი დონიდან), შესაბამისად ახალი სახელით კესარიათი უნდა ყოფილიყო მოხსენიებული. ნათლობის სახელებს ეკლესია მარტივად და უპრობლემოდ ცვლის როცა ამის ნება არსებობს და თავად სამღვდელოებას და ბერ-მონაზვნობას ხომ როგორც წესი შეცვლილი აქვთ ნათლობის სახელი ახალი სახელით. არის კურთხევანში სპეციალური განგებაც – ლოცვა სახელის გამოცვლისა და ახალი სახელის დაქმევისა. მაგ.: წმ. მეფე სოლომონ მეორეს ნათლობის სახელი იყო დავითი და გამეფებამდე ერთადერთი სახელი ჰქონდა დავითი, მაგრამ გამეფებისას ბიძის საპატივსაცემოდ ახალი სახელი (სოლომონი) დაირქვა და დღეს ეკლესიას აღარც კი ახსოვს რომ მისი ნათლობის სახელი დავითი იყო: ხატებზეც აწერია სოლომონ II, საეკლესიო კალენდარშიც ასევე იხსენიება. ანუ ტრადიციულად და კანონიკურად ნათლობის სახელის გაუქმება და გამოცვლა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს არც საერო, არც სასულიერო პირისთვის. შესაბამისად ეს პრობლემაც მოხსნილია კანონიკური კუთხით.6. ჩაერია თუ არა უხეშად კესარია საღვთო განგებულებაში მის სქესთან დაკავშირებით? ვთვლი რომ არა, რადგანაც, ქრისტიანული მართლმადიდებლირი თეოლოგიით ადამიანს ჩასახვისას სულს ღმერთი აძლევს, სული უსქესოა, სხეული კი გადაეცა მამის და დედის სქესობრივი აქტით და ქრომოსომების დარღვებით, რაც სამედიცინო ანომალიად და ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს და სამედიცინო გზითვე მან (აბრამიძემ) გამოასწორა და თავისი სულიერი და ხორციელი მხარეები თავსებადობაში მოიყვანა. კესარიას ბრალეულობა არაფერშია, გარდა იმისა რომ მან თავისი პიროვნული შინაგანი სქესი დაიცვა და რეალიზებულჰყო.7. მართლმადიდებელ ეკლესიას ჰყავს რამდენიმე წმინდანი ტრანსგენდერი კაცი (ბიოლოგიურად ქალი), რომლებიც მამათა მონასტრებში კაცად გადაცმულები და კაცის სახელით მივიდნენ სამოღვაწეოდ და მხოლოდ გარდაცვალებისას, სხეულის განბანვის და შემოსვის დროს აღმოაჩინეს, რომ ბიოლოგიური ქალები იყვნენ. ვინმეს რომ არ გაუკვირდეს, ფიზიკურად ეს როგორ მოახერხეს ამ ქალებმა (წვერი, ხმა და ა.შ.), მაშინ ბევრი იყო საჭურისი (კასტრირებული) კაცები უწვერონი და ხმაც ქალისებური, ამიტომ არ იყო ძნელი ქალური ქალისთვისაც კი, არამცთუ მამაკაცური ჰორმონიანი ქალისთვის, კაცად “გადაკეთება”: წმ. ათანასია/ათანასე ანტიოქიელი (მე-5 ს.), წმ. ევფროსინე ალექსანდრიელი (მე-5 ს.), წმ. თეოდორა/თეოდორე ალექსანდრიელი (მე-5 ს.), წმ. მარინი მარიამ-ყოფილი (მე-6 ს.), წმ. ანასტასია კონსტანტინოპოლელი ევნუხად წოდებული (მე-6 ს.).ეს ქალები, ვიმეორებ კაცის სახემიღებულნი, მამათა მონასტრებში მოღვაწეობდნენ მკაცრი ასკეტიზმით და ზიარებას ღებულობდნენ როგორც კაცები. ამ სქესობრივ გარდასახვებს ზოგჯერ დამალვის (მაძებრებისგან ვერ პოვნა) მიზანი ედო საფუძვლად. მაგრამ ყველა პიროვნულ მიზეზს ვერ ჩავწვდებით ახლა. ტრანსგენდერ ასკეტთა რიცხვი ბუნებრივია უფრო მეტი იყო, ვიდრე ეს დასახელებული კანონიზირებული წმინდანები არიან. მსგავსი ფაქტებს აღწერს “ლიმონარი” და სხვა ასკეტური საეკლესიო ლიტერატურაც.საეკლესიო ისტორიას არ შემოუნახავს პირუკუ მაგალითები: კაცი ქალად გადაცმულს ემოღვაწევა დედათა მონასტერში, მაგრამ ვფიქრობ ასეთი ფაქტებიც იქნებიდა ანალოგიის პრინციპით, მაგრამ საეკლესიო ოფიციოზმა არ ჩათვალა საჭიროდ მათი ისტორიების შენახვა.დასკვნა: სქესის გარეგნული შეცვლა არაა უცხო საეკლესიო ისტორიისთვის. მიზეზი კი ისაა, რომ ნამდვილი ეკლესია მატერიალურ ყოფას კი არ აქცევს ყურადღებას, სულიერს ესწრაფვის და უსქესო, სულიერ, ანგელოზებრივ ყოფიერებას ეტრფის, განადიდებს და მიისწრაფვის. რამდენადაა “ჩვენი” ეკლესია ასეთი, ეს სხვა საკითხია და უკვე ყველამ ვიცით, რომ ეს ეკლესია ხორციელ ჭაობში და განცხრომაში თავით-ფეხებამდეა ჩაფლული და არავითარი კავშირი სულიერებასთან, არამატერიალურთან არ აქვს…

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share