ჩვენ უნდა დავიცვათ გაყალბებისგან მამული, ენა და სარწმუნოება, არცერთ მათგანს არ დავთმობთ – რატი ამაღლობელი

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – პირველი რესპუბლიკის მოედანზე სიტყვით გამოსვლები გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ, მოქალაქეებს რატი ამაღლობელმა მიმართა.

პოეტი “ქართული ოცნების” მიერ დაორგანიზებულ აქციას გამერხმაურა და თქვა, რომ მმართველი პარტია “ტყუილსა და პროვოკაციაზე” დგას.

მან იმ საჯარო მოხეელბსაც მიმართა, ვისაც აიძულებენ ოლიგარქის აქციაზე წავიდეს – “ჩვენ თქვენ გვიყვარხართ, არ დავუშვებთ არანაირ პროვოკაციას”- ამბობს ამაღლობელი.

”ძალიან ბევრი ადამიანი რეგიონებიდან, მასწავლებლები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები, სკოლის პედაგოგები, ძალიან წუხან. ჩვენ უნდა ვუთხრათ მათ – ჩვენ ერთიანები ვართ. ჩვენ ვერავინ გაგვხლეჩს, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ. არ დავუშვებთ არანაირ პროვოკაციას, იმიტომ რომ დღეს ქართული ოცნება ტყუილსა და პროვოკაციაზე დგას, ამიტომ ჩვენი ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. 

ამ ხვალინდელ აქციას, მათ დაარქვეს მამული, ენა, სარწმუნოება, ჩვენ უნდა დავიცვათ გაყალბებისგან მამული, ენა და სარწმუნოება. ჩვენ არ დავთმობთ ამ სამთაგან არცერთს. მნიშვნელოვანია, როგორც რწმენა, ისე რწმენის თავისუფლება საქართველოში. აქ, ჩვენი რწმენის გამო ვართ! თავისუფალი, ლაღი, ბედნიერი საქართველოსი გვწამს ჩვენ” – აცხადებს ამაღლობელი.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share