”ქვეყანა, რომელიც უერთდება თავისი გადაწყვეტილებებით რუსეთს, ევროპის ნაწილი ვერ იქნება” – ამის შეასხებ “ახალის” თავმჯდომარე ნიკა გვარამია საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი და ასევე კანდიდატის სტატუსის გადახედვა ქვეყნის დამღუპველი იქნება.
”ქვეყანა, რომელიც უერთდება თავისი გადაწყვეტილებებით რუსეთს, ის ქვეყანა ევროპის ნაწილი ვერ იქნება. ეს თავისთავად ცხადია, ამიტომ დაიწყო ლაპარაკი უკვე არა მხოლოდ სტატუსის გადახედვაზე, არამედ ვიზალიბერალიზაციის გადახედვაზე და ეს არის კატასტროფა ამ ქვეყნისთვის. ჩვენ ეს არ უბდა დავუშვათ” – ამბობს ნიკა გვარამია.