“ოდნავი ჭკუა მაინც თუ შეგრჩენიათ ქოცებო, ისევ საკუთარი თავების გამო–ილოცეთ…რომ მიშა ფიზიკურად გადარჩეს!”

“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი, მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“გასაგებია, რომ ივანიშვილი და რუსული ოცნება დიდი ხანია გასცდნენ ჰუმანიზმისა და რაციონალიზმის ფარგლებს, მაგრამ მართლა მიკვირს – ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ გარდაცვლილი პრეზიდენტი მათთვის ათასჯერ უფრო საშიშია, ვიდრე ცოცხალი სააკაშვილი? უფრო საშიში კი არა – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით მათი გამანადგურებელი, რადგან ლეგენდა, დროშა, სიმბოლო ისეთ მარადიულ სიცოცხლეს იძენს, რომელსაც ვერაფერი ვეღარ დაამარცხებს, რამეთუ უხორცოა!

ოდნავი ჭკუა მაინც თუ შეგრჩენიათ ქოცებო, ისევ საკუთარი თავების გამო – ილოცეთ და იმოქმედეთ ისე, რომ მიშა ფიზიკურად გადარჩეს!

არავინ გაპატიებთ მთელი ერის მკვლელობის თანამონაწილეებად გახდომას!” – წერს მაია ორჯონიკიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share