ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 83 მოქალაქე გარდაიცვალა. სულ ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 11 140-ს შეადგენს. ინფორმაცია სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
სრული კოვიდ-სტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 791 115 , ბოლო 24 საათში – 5 204
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 727 184 , ბოლო 24 საათში – 4 785
მათ შორის გარდაცვლილი – 11 140 , ბოლო 24 საათში – 83
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 52 834, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 37 227, PCR ტესტით – 15 607
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,85%, ბოლო 14 დღის – 9,85%, ბოლო 7 დღის – 9,25%
სულ აცრილია – 2 057 216, დღიურად აცრილია – 8 224
კარანტინის რეჟიმში – 70
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 718
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 156.