”ფრთხილად იყავით, ნუ უკრავთ ტაშს ამ ხელისუფლების ისტორიულ მავნელობას” – ამ სიტყვებით მიმართავს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია იმ მოქალაქეებს, რომლებიც პარტიულ დავალებებს ასრულებენ.
ჟურნალისტის თქმით, შესაძლოა, ერთ დღეს ყველამ ისეთ საქართველოში გავიღვიძოთ, სადაც “არცერთი თავისუფალი მიკროფონი აღარ იქნება”.
”არა რუსეთს და კი ევროპას! ის ისტორიული მავნებლობა, ყველაზე რბილად ვიტყვი, რასაც ახლა აკნონებს ჩვენი ხელისუფლება, არ უნდა დავუშვათ. ყველა იმ ადამიანს მინდა ვუთხრა, ვისაც ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ გაიღვიძებთ ერთ მშვენიერ დღეს და არცერთი თავისუფალი მიკროფონი აღარ იქნება ამ ქვეყანაში, აცრერთი კრიტიკული აზრი არსად აღარ ისმინებოდეს შესაძლებელია, ისეთი დღე გაუთენდეს ჩვენს ქვეყანას, ამიტომ ასეთი აღტაცებით ნუ უკრავთ ტაშს, თუნდაც საჯარო მოხელეები ამ ხელისუფლების ამ ისტორიულ მავნებლობას, მერე გვიანი არ იყოს, ფრთხილად იყავით და მინდა ყველას ვუსურვო, რომ საქართველო შევინარჩუნოთ იმ გზაზე, რა გზაზეც ისტორიულმა ბედისწერამ დაგვაყენა” – ამბობს ინგა გრიგოლია.
თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლა დაიწყო. აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით იმართება.
ამ წუთებში მოედანზე შეკრებილებს სიტყვით სხვადასხბა პროფესიის წარმომადგენლები მიმართავენ, მოგვიანებით კი დაგეგმილია მსვლელობა პარლამენტისაკენ.