“ქართული ოცნების” დეპუტატი ალუდა ღუდუშაური “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ემუქრება და ამბობს, რომ “თუ ჭკვიანად არ იქნებიან, ცხვირში მოხვდებათ”.
ღუდუშაურის თქმით, მმართველი გუნდი აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე გადადის და ეს კამპანია “გამარჯვებას ბოლომდე მიიყვანს”.
“მთავარი არხის” შეკითხვაზე, ეშინია თუ არა მმართველ გუნდს წაგების, ღუდუშაური ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას არც არასდროს წაუგია და არაფრის ეშინია”.
“რაც შეეხება ნაცებს, ბოლო ლურსმანს ქართველი ხალხი, მათ შორის 30-ში დააჭედებს… ნახავთ მაგას, განცხადებებსაც მოუსმინეთ სხვათა შორის და მიხვდებით, რა დღეშიც არიან”, – თქვა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ მმართველი პარტია ისევ მუქარასა და სიძულვილის ენაზე გადავიდა. არჩევნების მეორე ტური, 20 ქალაქსა და 42 მაჟორიტარულ ოლქში, 30 ოქტომბერს გაიმართება.