”კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა და ქვეყნის საბოტაჟი” – ასე აფასებს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მიიღოს გამჭვირვალობის კანონი. ლომჯარიას თქმით, “ქართულ ოცნებას” საზოგადოების აზრის და წინააღმდეგობის გათვალისწინება ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს, რადგან ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვისთვის ბრძოლით საქართველოს მოქალაქეები არ დაიღლებიან.
”რამდენი კვირაა საზოგადოება აჩვენებს ძალიან ერთიან წინააღმდეგობას და პოზიციას, რომ ჩვენ არ გვინდა რუსეთში დაბრუნება, ჩვენ არ გვინდა ავტორიტარიზმის დამკვიდრება, ჩვენ არ გვინდა კონსტიტუციური წესწყობილების ავტორიტარიზმით ცვლილება. ეს არის კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა და ხელისუფლების მხრიდან ამ ქვეყნის საბოტაჟი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად საქართველოს მოსახლეობა არ დაიღლება და ყველა ავტორიტარულ რეჟიმს ადრე თუ გვიან უწევს, რომ ანგარიში გაუწიოს საზოგადოებრივ აზრს და წინააღმეგობას” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.