”’თუ მთავრობა ვერ მიდის ხალხთან, მერე გაბრზაებული ხალხი მიდის ხოლმე მთავრობასთან” – ამის შესახებ იუმორისტი მიშა ანდღულაძე საუბრობს, რომელიც ამ წითებში თბილისის ცენტრში მიმდინარე ანტირუსულ აქციაზე იმყოფება.
ანდღულაძეს აინტერესებს, რა სიბრძნე აქვს ასეთი მთავრობას, რომ ხალხი ვერ დაეწია.
”დავუშვათ, ქართველების ეს ნაწილი, ვინც ამას აპროტესტებს და ევროპელი ლიდერების ნაწილი, სულელია. აი, მთავრობას განა რა სიბრძნე აქვს ასეთი, რომ ვერ დავეწიეთ? თუ ვერ დავეწიეთ მაგ სიბრძნეს, მაშინ გვაცადონ, რომ ჩვენ, “სულელები”, მივიდეთ მათთან, იმიტომ, რომ რავიცი, გამოცდილებაში ხომ ეგრეა, თუ მთავრობა ვერ მიდის ხალხთან, მერე ხალხი მიდის ხოლმე მთავრობასთან და ის ხალხი უკვე გაბრაზებულია ხოლმე მაგ დროს” – ამბობს მიშა ანდღულაძე.