ვაპროტესტებ ხელისუფლების არჩეულ გზას – ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას – პაპუნა ჯანელიძე

”იმიტომ ვარ დღეს აქ, რომ გავაპროტესტო ის გზა, რომელიც არის დღეს არჩეული ხელისუფლების მიერ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.

არა მარტო განცხადებები, არამედ ქმედებათა მთლიანობა, რომელსაც ვხედავთ, ეს ყველაფერი აშორებს საქართველოს ჩვენი პარტნიორებისგან – როგორც ევროკავშირისგან, ასევე, აშშ–სგან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი განვითარებისთვის, სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, დემოკრატიული განვითარებისთვის, ეკონომიკური და სტაბილური განვითარებისთვის. ” –

აცხადებს ფორმულასთან საუბარში საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პაპუნა ჯანელიძე. ის რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაში იღებს მონაწილეობას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share