საჯარო მოხელეებს შევახსენებ, რომ ფიცი დადებული აქვთ ქვეყნის და არა პარტიის წინაშე – მალაშხია

”დარწმუნებული ვარ, აქ ბევრი საჯარო მოხელე დგას ჩვენთან ერთად, როგორც მე. საჯარო მოხელეებს პირველ რიგში შევახსენებდი, თუ ვის წინაშე აქვთ ფიცი დადებული – ქვეყნის და არა პარტიის წინაშე და უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენ.

მე ვეტყოდი მათ, რომ დღეს შიში, დუმილი ნამდვილად არის თანამონაწილეობა – თანამონაწილე ხდები შენი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ მოვუწოდებდი მათ, არ გამოვიდნენ ხვალ პარტიულ შეკრებაზე. დავდგეთ ერთად და აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი.” –

ამბობს  საჯარო მოხელე, გასული წლის მარტის აქციების ერთ-ერთი სიმბოლო (ქალი ევროკავშირის დროშით) ნანა მალაშხია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share