ივანიშვილის ქონება ერთ დღეში $50 მილიონით შემცირდა

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ დღეში $50 მილიონით შემცირდა. “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი 25 თებერვლის მონაცემებით, $5.85 მილიარდს ფლობს და უმდიდრესი ადამიანების სიაში 454-ე ადგილს იკავებს.

ამ დროისთვის, ბიძინა ივანიშვილი Bloomberg Billionaires Index-ის სიაში შემავალი ერთადერთი ქართველია.

Forbes-ის მონაცემებით, ივანიშვილის ქონება ამ დროისთვის $4.8 მილიარდს შეადგენს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share