ასე ითხოვს კრემლი, ეს დანებებად და იმედის დაკარგვად არ ჩამთვალოთ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოცქსელში წერს:

”ეხლა რასაც დავწერ ეს დანებებად და იმედის დაკარგვად არ ჩამთვალოთ.
უბრალოდ პოზიცია უნდა შევცვალო, ქოცების ლანძღვა გინებას უნდა მოვეშვა.
რაც შეხება წულუკიანის ფილმს ქვევრი, პოლიციელის კითხვაზე აქ როგორ მოხდი, ეს ფილმია, ფილმში კი იქ მოხვდებიან სადაც რეჟისორი მოგახვედრებს ქალბატონო თია.
აუ რეალობაში ღმერთი და შენი საქციელი სად მოგახვედრებს ეს კი სულ სხვა ამბავია.
აქ წულუკიანი კითხვებს სვამს რატომ დაიკარგა სამაჩაბლოში 111 სოფელი დამატებით, რაც გვქონდა დაკარგული მანამდე უკვე 400 სოფელიო.
საინტერესო კი ის არის, ეს კომისიაც იმიტომ შექმნეს კითხვებზე პასუხის გადაცემის ხომ?
მაგრამ მე სულ სხვა მაინტერესებს, შენ თია წულუკიანის საგამოძიებო კომისია, თუ საქართველოს ბედი ასე გაღელვებს და გტკივა, ის 400 სოფელი რომ ჩააბარა, ისინი ვინ დაიბარა კომისიების შექმნით პარლამენტში
სად არის ლოგიკა?
თუ ის ვინც ნაცებზე წინ რუსებს ჩააბარა 400 სოფელი, შემთხვევით თქვენს რიგებში ხომ არ სხედან?
ხო რათქმა უნდა, კრემლი ამაზე თვალს ხუჭავს და გამოძიებაც არ არის საჭირო, წყალსაც წაუღია ის 400 სოფელი და აფხაზეთი.
მერე რა მთავარია ნაც მოძრაობა გასამართლოთ.
ასე ითხოვს კრემლი.” – წერს მაჩალიკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share