დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში მწვავე ნაწლავური ინფექცია გავრცელდა, დაავადებულთა ნახევარი ბავშვია, – ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერის მრჩეველი, პეტერ ანდრიუშენკო ავრცელებს.
ანდიუშენკოს ცნობით, ოფიციალურად დაავადების 17 შემთხვევაა დადასტურებული.
“გასულ კვირას გამოკვლეული 23 შემთხვევიდან მწვავე ნაწლავური ინფექციის პირველი ოფიციალურად დადასტურებული 17 შემთხვევაა. დაავადებულთა ნახევარი ბავშვია. დამპყრობლები კი გავრცელების მიზეზად საკვების მიუთითებენ, ” – ამბობს ანდიუშენკო
ცნობისთვის, ქალაქში სასმელი წყლის პრობლემაა. ასევე ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული გახდა საცხოვრებელი ფართი ქუჩის პავილიონებში მოეწყო.
შეგხსენებთ, რომ ივნისის დასაწყისში ანდრიუშჩენკომ განაცხდა, რომ მარიუპოლში ეპიდემიის პირველი ეტაპი დაიწყო. მისი თქმით, ქალაქს ქოლერა, დიზენტერია, ან სხვა ვირუსული ინფექცია ემუქრებოდა.