ზუგდიდში ბებიასა და შვილიშვილს მანქანა დაეჯახა – ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მოზარდი კლინიკაშია

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “ფოლკსვაგენის”  მარკის ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა.

გზაზე ბებია და შვილიშვილი გადადიოდნენ, რა დროსაც მანქანა დაეჯახათ. ბებია ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა და კრიტიკული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share