დიდუბიდან პროკურატურამდე მიმდინარე საპროტესტო მსვლელობას დაკავებული ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის დედაც შეუერთდა.
ეკა წერეთელი ამბობს, რომ შვილებს “რუსეთის რეჟიმს მიყიდულ მთავრობას არ დაუთმობენ” და ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს მიყიდულ მთავრობას ჩვენ ჩვენს შვილებს არ დავუთმობთ, არცერთი დედა თავის შვილის არ დათმობს. მე არ დავთმობ გიორგის ჩემი შვილი დღეს ეტლს არის მიჯაჭვული, მაგრამ მე თქვენ მას არ დაგითმოთ”, – ამბობს ეკა წერეთელი.
“დათმეთ მიტაცებული ძალაუფლება და წადით” – ამ მოწოდებით გავიდა დღეს ხალხი ქუჩებში.
აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლებაში ახალი ძალის მოსვლა, რომელიც ივანიშვილის პარტიის დაშვებულ შეცდომებს გამოასწორებს და ამ ქვეყანაში საბჭოთა რეპრესიებს დაასრულებს.