“თავისუფლების მსვლელობა – პროტესტის 150 დღე!” დიდუბის მეტროსადგურიდან თბილისის პროკურატურის მიმართულებით საპროტესტო მარში იმართება. წინა აქციებისგან განსხვავებით, როდესაც პროტესტის მონაწილეები ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ამჯერად მთავარი მოთხოვნად უკვე ხელისუფლების გადადგომა იქცა.
“ჩვენ ვიქცევით ნორმალურად, ისინი იქცევიან არანორმალურად, ხალხის ჯინაზე იქცევიან. ყველა პროტესტში მივიღებ მონაწილეობას, არ დასრულდება ეს პროტესტი. ადგილობრივ არჩევნებს ესენი ვერ ჩაატარებენ, არც იმისა, რომ პატიმრები გამოუშვან იმის ვაჭრობით, რომ არჩევნები ჩავატარებინოთ. სხვა გეგმებიც განხორციელდება, იმიტომ რომ მოვიდა ჩვენი გაზაფხული და მაგთთვის მოვა ჭექა-ქუხილი.” – აცხადებს პოლიტპატიმარ თორნიკე გოშაძის დედა მარიზი კობახიძე.
“5 თვის თავზე ჩვენ ვითხოვთ, რომ ოცნების მთავრობა გადადგეს. ღარიბაშვილს გაყვეს “ოცნების” ყველა წარმომადგენელი,”- აცხადებენ პოლიტპატიმარ არჩილ მუსელიანის ოჯახის წევრები.
ფოტო mo se