“გურიის მოამბის” ვებ გვერდის მიერ გუშინ გავრცელებლ ინფორმაციას, რომელშიც საუბარი ნატანების თემის გამგებლად ვაკო ვაჩეიშვილის დანიშვნაზე იყო, ადგილზე დიდი ვნებათაღელვა მოყვა.
ვაჩეიშვილის დანიშვნას ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ ხელი მიმდინარე კვირის ბოლოს მოაწერა.
მიუხედავად იმისა, რომ რედაქციას ეჭვი არ ეპარება იმ ადამიანების გულწრფელობაში, რომლებმაც ვაჩეიშვილზე ინფორმაციები მოგვაწოდეს, ვინაიდან ახალი ამბავი მაინც სატელეფონო საუბრების შედეგად გავრცელდა, გადავწყვიტეთ უშუალოდ ადგილზე-ნატანებში ჩასვლა და ინფორმაციის ადგილზე გადამოწმება.
ამ მიზნით დღეს, დილით ჩვენ თემის, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ, რამდენიმე მაცხოვრებელს შევხვდით.
პირველ რიგში დავინტერესდით, ეს ხალხი მზად იყო თუ არა, რომ მათი სახელი და გვარები დაგვეკონკრეტებინა.
ამ ეტაპზე ყველა მათგანმა ამისაგან თავი შეიკავა, თუმ,ცა დაგვპირდნენ რომ უახლოეს ხანებში თვითონ ჩაატარებენ პრესკონფერენციას და დეტალებზე ისაუბრებენ:
“ჩვენ ვართ ავთანდილ თალაკვაძისა და თავისთავად “ქართული ოცნების” მომხრეები, დარწმუნებულები ვართ, რომ ბატონი ავთო შეცდომაშია შეყვანილი, ვცდილობთ ადგილზე გადავარჩინოთ “ქართული ოცნების” რეპუტაცია”
გვეუბნება ერთ ერთი ქალბატონი, რომელიც აკონკრეტებს, რომ საკუთარი სახელისა და გვარის გასაჯაროვებას ბავშვისა და მეუღლის გამო ვერ ახრეხებს:
“აი როგნეტას შვილი, გოგა ნაკაიძე დანიშნულიყო, ან ვაჟა ბოლქვაძის შვილი ნიკა ბოლქვაძე, ორთავე ჩვენი მომხრეებია, ეს საიდან მოიტანეს, მარტო სამჯერ აქვს მართვის მოწმობა პატრულის მიერ ჩამორთმეული, ალკოჰოლზე დამოკიდებული”
არ ცხრებოდა მოსაუბრე.
ნატანებლებს პრეტენზიები ვაჩეიშვილის მიმართ არ ელევათ:
“მესმის ნიკა ბოლქვაძემ უარი თქვა, მარა უარს რომ გეუბნება ის უნდა დანიშნო სწორედ, აბა ამ დაქცეულ ქვეყანაში დაქცეული სოფლის თავკაცობიზა რომ იკლავს თავს იგი დაინიშნება?” – აქეთ გვეკითხება ხანშიშესული მამაკაცი, რომელმაც იმ წუთას გაიგო ჩვენი ნატანებში ჩასვლის მიზეზი:
“ერთი მაგას რა კითხეთ იცით, ბიუჯეტიდან რომ დააფინანსენ მისი პლასტიკური ოპერაცია, ცხვირი გაირემონტა, ვინ გაუტეხა და რატომ?” – ეს უკვე ზემო ნატანებია, ათამდე ადგილობრივი ახალდანიშნული გამგებლის საწინააღმდეგო კითხვებით დაგვხვდა:
“ისე კარგია, თუ მთავრობა ონლაინ თამაშებს აკრძალავს, მისწრება იქნება მაგიზაც და იმ პენსიონერებიზაც ვისი ბარათითაც ერთობა”.