ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა. ახალ სასანქციო პაკეტში ბლოგერი ალექსეი არესტოვიჩიც მოხვდა.
კერძოდ, 2025 წლის 1-ელ მაისს უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის გადაწყვეტილება რიგი საჯარო პირების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების შემოღების თაობაზე შევიდა ძალაში.
ახალი ბრძანების მიხედვით, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ:
- ოლექსი არესტოვიჩი;
- სტანისლავ ბერნვალდი (რუსი პროპაგანდისტი);
- კონსტანტინ ბონდარენკო (უკრაინელი პრორუსული შეხედულებების პოლიტოლოგი);
- დმიტრი ვასილეცი (უკრაინელი პრორუსული შეხედულებების ბლოგერი);
- ანასტასია კაშევაროვა (რუსი პროპაგანდისტი);
- მიროსლავ ოლეშკო (უკრაინელი პრორუსი ბლოგერი);
- პაველ ონიშენკო (ე.წ. გამათავისუფლებელი მოძრაობა “სლობოჟანსკაია სეჩის” დამფუძნებელი);
- ალექსანდრ სემჩენკო (რუსეთში გაქცეული უკრაინელი პოლიტიკოსი);
- ალექსანდრ სკუბჩენკო (უკრაინელი პრორუსი პროპაგანდისტი);
ზელენსკის მიერ დამტკიცებული ზომები მოიცავს, კერძოდ, უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევას, აქტივებისა და სავაჭრო ტრანზაქციების დაბლოკვას, კაპიტალის გატანის აკრძალვას და ლიცენზიების შეჩერებას.
1 მაისს გამოქვეყნებული სხვა განკარგულებების თანახმად, სანქციები კიდევ 66 პირს შეეხო.