საქართველოში შემწეობას 671 337 ადამიანი იღებს – რაოდენობა 15 ათასით არის გაზრდილი

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი გაიზარდა. 2024 წელს შემწეობას 671 337 ადამიანი იღებდა, მათგან 222 618 ადამიანი ისეთი ოჯახიდანაა, რომლის ერთი წევრი მაინც ჩართული იყო საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში და 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. 2024 წელს შემწეობის მიმღები ადამიანები მოსახლეობის 18.1%-ს შეადგენდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს,

2023 წელს ეს რიცხვი 656 128 იყო (17.7%). შესაბამისად რაოდენობა 15 209 ადამიანითაა გაზრდილი..2023 წელს ადამანთა რაოდენობა, რომელთა ოჯახის ერთი წევრი მაინც ჩართულია საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში და 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია 182 702-ს შეადგენდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share