სამხედრო აღლუმი წითელ მოედანზე უკვე დაწყებულია – გავრცელებულ პირველ კადრებში ჩანს ორი დიქტატორი ერთმანეთის გვერდით – ვლადიმერ პუტინი და სი ძინ პინი. რუს დიქტატორს ირგვლივ შემოკრებილი ჰყავს ის სახელწმიფოები, რომელბსაც დემოკრატიასთან ფაქტობრივად არაფერი აკავშირებთ.
9 მაისს მოსკოვი უპრეზედენტო შეზღუდვების ფონზე აღნიშნავს. გაუქმებული ავიარეისები, დაკეტილი აეროპორტები, უფუნქციო მეტროები, გათიშული ინტერნეტი და ალკოჰოლის ყიდვაზე დაწესებული შეზღუდვები.
მოსკოვის წითელ მოედანზე ახლა უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით არის გაძლიერებული, ჩხრეკენ ყველას, ვისაც სურვილი აქვს დაესწროს პუტინის აღლუმს. ფაშიზმის დამარცხების 80 წლის თავი პუტინს სურდა რომ პომპეზურად ეზეიმა, თუმცა სტუმართა ნაწილმა რუსეთში ჩასვლაზე უარი თქვა. გრძელი გზა გაიარა მოსკოვამდეეე რობერტ ფიცომ. ერთი ჩაკეტილი ავიადერეფნის გამო, სლოვაკეთის პრემიერმა სამ ქვეყანას შემოუფრინა. რუსული გამოცემები წერენ, რომ ფიცოს თვითმფრინავს საჰაერო სივრცე საქართველომ გაუხსნა.