მდინარაძე: აშკარაა, უახლოეს დღეებში საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციის ახალი ტალღა იქნება

“არსებობს უამრავი ქვეყანა, რომლის მიმართაც ერთი საყვედურიც კი არ დასცდენიათ [უკრაინაში] იმის მიუხედავად, რომ ეს ქვეყნები არათუ სანქციებს არ უერთდებიან, არამედ საქართველოსგან განსხვავებით არცერთ საერთაშორისო პლატფორმაზე არ გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. უკვე აშკარად ჩანს და ლოგიკურია, რომ უახლოეს დღეებში ვიხილავთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის და პროვოკაციების ახალ ტალღას, რაც საქართველოში მღელვარების გამოწვევის და, ასევე, მეორე ფრონტის გახსნაზე იქნება ორიენტირებული. ამისათვის მზადდება ნიადაგი”.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share