რატომ გაუხსნა საჰაერო სივრცე საქართველომ ფიცოს მოსკოვში ჩასასვლელად – რას ამბობს ოხანაშვილი

რატომ გაუხსნა საჰაერო სივრცე საქართველომ სლოვაკეთის პრემიერს მოსკოვში ჩასასვლელად? – ამის შესახებ დღეს სუს-ის შეფს, “პირველებმა” ჰკითხა.

ანრი ოხანაშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

არ ვაკეთებ კომენტარს, სხვათაშორის შელახულია თქვენი მიკროფონი. კომენტარს არ ვაკეთებ ნიშნავს კომენტარს არ ვაკეთებ”- თქვა ოხანაშვილმა. 

ბალტიის ქვეყნების მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემდეგ, სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა, რუსეთში ჩასვლა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით შეძლო.

ინფორმაცია ამის შესახებ რუსული მედიამ გუშინ ღამით გავრცელა.

გამოცემა “ლაიფი“ წერს, რომ რობერტ ფიცო უკვე მოსკოვშია, თუმცა ამისთვის გრძელი გზა გაიარა.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share