რატომ არ მიიწვიეს საქართველო ვარშავაში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე- ფიშერის განმარტება

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს საქართველო ვარშავაში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე

“გასული წლის ივნისში ევროკავშირმა გადაწყვიტა, შეეჩერებინა საქართველოს მთავრობასთან მაღალი დონის კონტაქტები, სანამ ის არსებულ კრიზისს არ მოაგვარებს“,- ამბობს ის.

ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველო სწორ გზას დაუბრუნდება.

იმედი მაქვს, საქართველო, როგორც ქვეყანა, ყველა თავის მოქალაქით, დაუბრუნდება სწორ გზას. იმედი გვაქვს, თუმცა ეს საქართველოზეა დამოკიდებული. და რა არის საქართველო? საქართველო არის ქართველი ხალხი და ევროკავშირში გაწევრიანებისას არა მხოლოდ მთავრობა წევრიანდება, არა მხოლოდ პარლამენტი წევრიანდება, არა მხოლოდ ბიზნეს სექტორი, არამედ ყველა. ასე რომ, გასაწევრიანებლად საჭიროა დიდი ეროვნული ძალისხმევა. ჩვენ შემოგთავაზეთ კანდიდატობა, საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია“, – აღნიშნა ელჩმა.

ევროპის დღე ევროპაში საქართველოს გარეშე – ვარშავაში, სადაც ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეკრება გაიმართა, “ქართული ოცნების” არცერთი წარმომადგენელი არ დაუპატიჟებიათ. არადა, შეკრებაზე ალიანსის წევრობის ყველა კანდიდატი ქვეყნის წარმომადგენელი მიიწვიეს. დაპატიჟეს უკრაინა, მოლდოვა და თურქეთიც.

ევროპის დღეს პოლონეთში ევროკავშირის ლიდერები კანდიდატი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად აღნიშნავენ, თუმცა მაკა ბოჭორიშვილი სტუმრების სიაში ვერ მოხვდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share