“საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია”-ჰერჩინსკი

“საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია” – ევროპის დღეს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ქართველ ხალხს ქართულ ენაზე აუხსნა, სად უნდა ეძებენ ევროინტეგრაციის შეჩერების მიზეზი.

პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ თუკი საქართველო დაუბრუნდება დემორკატიულ გზას, ევროკავშირი მზადაა “ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იმუშაოს”.

ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება. ის ეფუძნება ხალხისა და სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას, ხალხის ევროპული არჩევანი კი ნათელია – ამბობს ევროკავშირის ელჩი.

2023 წელს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული ოჯახის კარი გაუხსნა და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ეს ისტორიული მომენტი ერთად ვიზეიმეთ. დღეს კი სამწუხაროდ, საქართველოს  ხელისუფლების ქმედებების შედეგად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკაშირის წევრობის შანსი. მეტიც, საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია. ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლობა და არა ვალდებულება. ის ეფუძნება ხალხისა და სახელმწფიოს სუვერენულ უფლებას, ხალხის ევროპული არჩევანი კი ნათელია. როგორც ხედავთ, რეალობა ის არის, რომ ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მშვიდობას და კეთილდღეობას, ჩვენი ქვეყნების ისტორიის, ტრადიციების და კულტურის პატივისცემას, ამიტომაც ვართ ერთად! თუკი საქართველო დაუბრუნდება დემორკატიულ გზას, ჩენ ვართ მზად ვართ ვიმუშაოთ ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ. დღეს ერთად აღვნიშნოთ ის, რაც გავაერთიანებს უკეთესი მომავლის იმედით. გილოცავთ ევროპის დღეს, წინ საქართველო წინ”, – ამბობს ევროკავშირის ელჩი. 

  • ევროკავშირის ელჩის ამ სიტყვებს ირაკლი კობახიძე ტელევიზიით მოისმნეს. ის ექსპო ჯორჯიაში საზეიმო ღონისძებაზე არ გამოჩენილა, კობახიძე ამბობს რომ არ დაპატიჟეს. არადა კარი ამ ღონისძიებაზე ყველასთვის ღიაა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share