37 წლის გრიგოლ ნარსია – ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა გაარკვეულია

შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელიც საქართველოს ბანკის ქუთაისის ფილიალში 9 საათის განმავლობაში მძევლებთან ერთად დანაღმულ შენობაში იყო გამაგრებული, დაკავებულია. იგი 37 წლის გრიგოლ ნარსიაა.

მთავარი არხისთვის ცნობილი ხდება, რომ ნარსია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ ბანოჯაში ცხოვრობს.

ბოლო ინფორმაციით, ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო სამუშოები თავდამსხმელის სახლში, თუმცა უცნობია, იმყოფებიან თუ არა მის სახლში ოჯახის წევრები.

მისი მეზობლები კი ამბობენ, რომ ბოლოს ნარსია 4 დღის წინ ნახეს, ზოგადად კი, მათი თქმით, ის სახლში პერიოდულად მიდიოდა ხოლმე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share