სოფელ ჩიბათში ნიკოლოზ ჯორბენაძის ხსოვნის პატივსაცემად მინი ფეხბურთში ტურნირი დაიწყო.
ტურნირში სხვადასხვა სოფლიდან 10 გუნდი იღებს მონაწილეობას.
ღონისძიების მხარდამჭერია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
ტურნირი თვის ბოლოს დასრულდება. გამარჯვებულები პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.