არჩილ ჩიქოვანი ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით აცხადებს, რომ გადადგა ბათუმის მერის თანამდებობიდან. ის პოსტში არ განმარტავს გადაწყვეტილების მიზეზს, მადლობა უხდის “ქართული ოცნების დიდ ოჯახს” და წერს, რომ რჩება “ამ გუნდის ერთგულ წევრად”.
“მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ”, – წერს ჩიქოვანი პოსტში.
უფრო ადრე, ასევე ფეისბუკპოსტით თანამდებობა დატოვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. “ბათუმელების” ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე არჩილ ჩიქოვანის მეჯვარეა.