ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი პრემიერ ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ ღია წერილს ეხმაურება, სადაც პრემიერმა განაცხადა:”ჩვენ არაერთი ნარკომანი მმართველი გვინახავს, როგორიც არის სააკაშვილი. ის დღესაც არის ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი” და სოციალურ ქსელშ წერს:
“სააკაშვილის ადვოკატად მე ვერ გამოვდგები ვერანაირად. არ ვარ ნაცმოძრაობის მხარდამჭერი და საერთოდ სულ არ მიმაჩნია მისი ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების უკეთეს ალტერნატივად. მაგრამ რაც მე მიხეილ სააკაშვილს ვიცნობ (და იყო დრო საკმაოდ ახლო ურთიერთობაც გვქონდა), რა რა და ნარკომანი არ ყოფილა არასდროს. პირიქით, ყოველთვის ეზიზღებოდა ნარკოტიკები. მგონი პლანიც არა აქვს მოწეული.” – წერს ზურაბიშვილი.