“ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის,” – ასეთი კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტია „ლელოს“ მიერ მამუკა ხაზარაძის პრემიერობის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ გვყავს ერთადერთი ძლიერი და ღირსეული კანდიდატი პრემიერ-მინისტრობისთვის. ის არის არა მარტო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, არამედ ის არის მომავალი პრემიერ-მინისტრი ჩვენი ქვეყნის, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანა დაძლევს პანდემიიდან გამომდინარე პრობლემებს უახლოეს მომავალში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში. ამის შემდეგ, გვექნება ძალიან სწრაფი ტემპით ეკონომიკური განვითარება“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.