წმენდა “ქართულ ოცნებაში” – რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში

ვახტან გომელაურის გადადგომის შემდეგ, პოლიტიკურ წრეებში აქტიურად საუბრობენ, რომ ივანიშვილი ყველა იმ კადრს იშორებს, ვინც მძიმე სანქციების ქვეშ არის. ამის შესახებ დღეს “პირველებმა” კითხვები ივანიშვილის დეპუტატებს დაუსვა.

“ოცნებაში” ირწმუნებიან, რომ დასანქცირებული მაღალჩინოსნები პრობლემას არ წარმოადგენენ და ამტკიცებენ, რომ ეს მათი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი არ არის.

  • ვახტანგ გომელაური ამერიკის და ბრიტანეთის მიერ არის სანქცირებული. ის არის აგრეთვე მაგნიტსკის სიაში.

ეგ საკითხი არაფერს არ ცვლის თქვენთვის. მისი პირადი  გადაწყვეტილებაა და ყველა ვალდებული ვართ, რომ პატივი ვცეთ”, – ამბოს ლადო ბოჟაძე.

მგონი ძალიან არასწორი ინფორმაცია გაქვთ. არავინ არავის არ უშვებს. სწორი ზმნები რომ გამოიყენოთ უკეთესი იქნება. თავისი სურვილით წავიდა, რა თქმა უნდა”, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

“პირველებისთვის” მოწოდებული არაოფიციალური ინფორმაციით, გომელაურის შემდეგ თანამდებობას ტოვებს თბილისის საპატრულო პოლიციის საქნცირებული უფროსი, ვაჟა სირაძეც. ასევე, როგორც წყარო “ტვ პირველს” ეუბნება, გაურკვეველია გდდ-ს ხელმძღვანელის, ასევე არაერთი ქვეყნის მიერ სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის, იგივე “ხარებას” ბედიც.

ამ საკითხთან დაკავშრიებით ივანიშვილის გუნდში კითხვებს არ პასუხობენ და ამბობენ, რომ “ასეთი კითხვების დასხმა არასერიოზულია”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights