“ოკუპანტებმა დაახლოებით 40 000 უკრაინელი იძულებით გაიყვანეს”

რუსმა ოკუპანტებმა დაახლოებით 40 000 უკრაინელი იძულებით გაიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი და ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ირინა ვერეშუკი ავრცელებს.

„ოკუპანტი ცინიკურად იტაცებს ათასობით ადამიანს საბრძოლო მოქმედებების არეალიდან და დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რის შემდეგაც უცნობი მიმართულებით გაჰყავს.

მათ კვაზი-ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით მიამგზავრებენ, რომლებსაც რუსეთი უკრაინასთან შეუთანხმებლად ქმნის“, – განაცხადა ირინა ვერეშუკმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share