რუსეთ უკრაინის ომის პარალელურად, საქართველოში ცხოვრება ძვირდება. ამჯერად საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ბოლო მონაცემებით, საწვავის ღირებულებამ 4 ლარს გადააჭარბა. გაძვირდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობაც.
მოქალაქეები უკიდურეს ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობენ და დღეს, 14:00 საათზე, ვარდების მოედანზე ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ.
აქციას 1000-მდე ადამიანი შეუერთდება. ისინი ხელისუფლებას გადასახადების დაწევისა და ეკონომიკური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ.