მერცი: ეს არის შავი საქმე, რომელსაც ისრაელი ყველა ჩვენგანისთვის აკეთებს

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა კანდაში გამართული დიდი შვიდეულის სამიტის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ისრაელის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოთქვა.

“ეს არის შავი საქმე, რომელსაც ისრაელი ყველა ჩვენგანისთვის აკეთებს. ამ რეჟიმის მსხვერპლნი ჩვენც ვართ. ამ მოლების რეჟიმმა მსოფლიოს სიკვდილი და ნგრევა მოუტანა”. – უთხრა მერცმა ZDF-ს.

Welt-თან საუბრისას კი მერცმა აღნიშნა, რომ უკანასკნელ დღეებში ისრაელის მიერ განხორციელებულმა იერიშებმა თეირანის რეჟიმი დაასუსტა.

“რეჟიმი ძალიან დასუსტებულია და სავარაუდოდ, ძველ ძალას ვეღარ დაიბრუნებს, რაც ქვეყნის მომავალს გაურკვეველს ხდის. მოგვიწევს დაველოდოთ და ვნახოთ”. – თქვა მერცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერის თქმით, ევროპელების მიერ დიპლომატიური დახმარების შეთავაზება, მოლაპარაკებების განახლების შემთხვევაში, კვლავ ძალაშია.

“ახალი მდგომარეობის შექმნის შემთხვევაში, გერმანია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო კვლავ მზად იქნებიან დიპლომატიური დახმარების გასაწევად, როგორც ეს გასულ ხუთშაბათამდე იყო”. – თქვა მერცმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights