აქტივისტები, პოლიტიკოსები და მესამე სექტორის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან – რა საკითხები განიხილება დახურულ კარს მიღმა

ამ წუთებში ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე სასაუბროდ სამოქალაქო აქტივისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მესამე სექტორის წარმომადგენლები და “ქართული ოცნების” პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთს ხვდებიან.

დახურულ კარს მიღმა მხარეები იმ საკითხებზე მსჯელობენ, თუ როგორ შეიძლება ბიძინა ივანიშვილის გუნდის მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლა და რა ნაბიჯების გადადგმაა იმისთვის საჭირო, რომ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს კონსოლიდაცია შედგეს.

არ არის გამორიცხული, რომ შეხვედრაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც მივიდეს.

”დღევანდელმა დღემ საზოგადოებას დაანახა, თუ რა ფაზაში შევდივართ ავტორიტარიზმის. დღეს არსებობს ერთადერთი იდეა ქვეყანაში, ეს არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის დამარცხება. ამ იდეის გარშემო ყველა პატრიოტი ადამიანი უნდა იყოს გაერთიანებული. ეს არის პატრიოტული იდეა რეალურად. ეს არის ის სახადი, რომელიც უნდა მოვიხადოთ. ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა უნდა გამოვგლიჯოთ ხელიდან მათ, ვინც რუსულ ორბიტაზე გადაგვიყვანა.” – განაცხადა გიორგი სიორიძემ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights