“ოცნების” ახალი კანონპროექტით სასამართლო პროცესების გაშუქება იზღუდება

“ოცნების” პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც სასამართლო პროცესების გაშუქების წესებს ფუნდამენტურად ცვლის. მედიისთვის პროცესების გაშუქება, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება.

კანონპროექტის თანახმად, არა მხოლოდ სასამართლო სხდომის დარბაზში, არამედ მთლიანად სასამართლოს შენობაში და მის ეზოშიც ფოტო-ვიდეო გადაღება აიკრძალება. გამონაკლისები იქნებიან სასამართლოს თანამშრომლები ან სასამართლოს უფლებამოსილი პირები – მათთვის გადაღება დაშვებული იქნება.

რაც შეეხება სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერას, ეს დაიშვება მხოლოდ “დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით”.

კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.

მათი თქმით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა აუცილებელია იმისთვის, რომ ცვლილებები ამოქმედდეს 2025 წლის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, 27 ივნისამდე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights