აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა. პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, კრემლის ხელმძღვანელმა ტრამპს განუცხადა, რომ უკრაინის წინააღდმეგ ომში, რუსეთი თავისი მიზნების განხორციელებას გააგრძელებს.
”ჩვენმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს თავისი მიზნების მიღწევას, კერძოდ, იმ ძირითადი მიზეზების მოგვარებას, რამაც გამოიწვია არსებული სიტუაცია და არ დაიხევს უკან ამ მიზნებისგან”, – თქვა მან.
უშაკოვის თქმით, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კონფლიქტის სწრაფად დასრულების აუცილებლობას, ხოლო პუტინმა საპასუხოდ ირწმუნება, რომ კრემლი აგრძელებს ომის პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის ძიებას.
მისი თქმით, საუბრის დროს ასევე, განხილულ იქნა სირიაში, ირანსა და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.
უშაკოვის თქმით, საუბრის დროს პუტინმა ტრამპს აშშ-ის დამდეგი დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ “რუსეთს ბოლო როლი არ უთამაშია ამერიკული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში”.
ორ პრეზიდენტს შორის საუბარი 1 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.