“რეჟიმის მიერ ოპოზიციის ჩახშობა რუსული იმპერიალიზმის – ჩინეთისა და ირანის გამარჯვებას ნიშნავს” – The times-ის სტატია საქართველოზე

“საქართველოში რეპრესიები ყველას უნდა გვახსოვდეს” – ამ სათაურით The Times-ში ედუარდ ლუკასი სვეტს აქვეყნებს. თავის სტატიაში ის საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

ავტორი აღნიშნავს, რომ “რეჟიმის მიერ ოპოზიციის ჩახშობა რუსული იმპერიალიზმის – ჩინეთისა და ირანის გამარჯვებას ნიშნავს”.

ასევე, ავტორი წერს, რომ ოპოზიციის ლიდერები ან უკვე ციხეში არიან, ან ბრალდების წინაშე დგანან. მისი თქმით, შემდეგი სამიზნე დამოუკიდებელი მედიის ნარჩენებია.

ექვსი ოპოზიციური ლიდერი ციხეშია ან ბრალდებების წინაშე დგას. ბოლო სამიზნე ანალიტიკური ცენტრები და ზეწოლის ჯგუფებია. დამოუკიდებელი მედიის ნარჩენები, სავარაუდოდ, შემდეგი იქნება. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებენ, რათა თავიდან აიცილონ პოლიტიკურად დამარცხებულების და მათი უცხოელი მხარდამჭერების მიერ ქაოსის დანერგვის მცდელობები, ამავდროულად იძიებენ წარსული მთავრობების “დანაშაულებს” და თავიდან აიცილებენ რუსეთთან ომს.

… წარმატებული დარბევა რუსული იმპერიალიზმის – ჩინეთისა და ირანის გამარჯვებასაც ნიშნავს, ორივე ძლიერად არიან წარმოდგენილნი საქართველოში. ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი, მაფიოზური მილიცია, უკვე იყენებს ქვეყანას სანქციების დარღვევისა და სხვა ბოროტმოქმედების სათამაშო მოედნად…” – წერია სტატიაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights